მიუნხენიდან საქართველოში თვითმფრინავი ვერ მოფრინავს

მიუნხენიდან საქართველოში თვითმფრინავი ვერ მოფრინავსმიუნხენში უამინდობის გამო, „ვიზეარის“ თვითმფრინავი ქუთაისში გამოფრენას ვერ ახერხებს. მგზავრები უკვე რამდენიმე საათია, მიუნხენის აეროპორტიდან გამოფრენას ელოდებიან. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო ინფორმაციით, რეისი ქუთაისის მიმართულებით თბილისის დროით, 01:07 საათზე უნდა გამოფრინდეს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციითვე, ძლიერი ყინვის გამო, მიუნხენის აეროპორტში თვითმფრინავების დაჯდომა შეუძლებელია, ამიტომ რეისები დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით, ფრიდრიხშაფენის ​აეროპორტში სრულდება.

„ვიზეარის“ ინფორმაციით კი, ელოდებიან ამინდის გაუმჯობესებას, რის შემდეგაც თვითმფრინავი მემინგენში გადაფრინდება და მგზავრებს ქუთაისში წამოიყვანს“.

მიუნხენის აეროპორტში უამინდობის გამო 3 თებერვალს 240-მდე რეისი გაუქმდა, 170-მდე კი – შეფერხდა.