22 თებერვლიდან ”ახალ თაობასთან” ერთად გაიყიდება ოტია იოსელიანის ”ქალი გამოვიდა საღალატოდ”.
ფასი გაზეთთან ერთად 12 ლარი.
ოტია იოსელიანი ქალის სულიერ სამყაროში ღრმად ჩახედულ მწერლადაა მიჩნეული მკითხველებისა თუ პროფესიონალი ლიტერატურათმცოდნეების მიერ.
წინამდებარე წიგნშიც ამ თემაზე დაწერილი ნაწარმოებებია წარმოდგენილი, რომელთაგან რომანს ”ქალი გამოვიდა საღალატოდ” გამორჩეული ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში.
მასში ავტორი იმ ერთი დღის ამბავს გვიყვება, როცა ნაწარმოების მთავარმა გმირმა, მოღალატე ქმარზე შურისძიება გადაწყვიტა და იარაღად თავსდატეხილი ტრაგედიის მიზეზის, ღალატის გამოყენებას აპირებს…