სინოპტიკოსები 19 თებერვლამდე საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები 19 თებერვლამდე საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ძლიერ ქარს პროგნოზირებენსინოპტიკოსები 19 თებერვლამდე საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ამინდის გაუარესებას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს, თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრი/წამში იქნება.

„დღეს დასავლეთ საქართველოში წვიმს და წვიმიანი ამინდი ხვალაც გაგრძელდება, თუმცა რიგ რაიონებში დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუმჯობესდება.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ქარი, 20-25 მეტრი/წამში. თბილისს რაც შეეხება, მოსალოდნელია უნალექო ამინდი, თუმცა იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, 20-25 მეტრი/წამში, რომელიც ხვალიდან 19 თებერვლამდე გასტანს“, – განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.

იპნ