თეონა ჭალიძე: ,,ოჯახის წევრის დაპატიმრების გამო ოჯახის სხვა წევრებს საარსებო შემწეობას უხსნიან”

თეონა ჭალიძე: ,,ოჯახის წევრის დაპატიმრების გამო ოჯახის სხვა წევრებს საარსებო შემწეობას უხსნიან",,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, განცხადებას ავრცელებს. თეონა ჭალიძის თქმით, აბასთუმანში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს, სახელმწიფომ სოციალური შემწეობა ოჯახის ერთ-ერთი წევრის – ბავშვების მამის დაკავების გამო მოუხსნა.

,,ოჯახის წევრის დაპატიმრების გამო ოჯახის სხვა წევრებს საარსებო შემწეობას უხსნიან. უკვე მესამე წელია ,,ახლი საქართველოს“ სოციალური სამსახური, დავით სერგეენკოსგან ამ მავნებლობის შეცვლას ვითხოვთ. ბავშვებმა რა დააშავეს?! რამდენიმე თვით ტოვებენ არსებობისთვის აუცილებელი მინიმალური საკვების გარეშე. ყოველწლიურად, რამდენიმე ასეული ბავშვი მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. დღეს ოთხი ბავშვი შიმშილობს აბასთუმანში, იმის გამო, რომ სახელმწიფომ მამის დაპატიმრების გამო ისინი დასაჯა. დიახ, დედასთან ერთად გაუსაძლის პირობებში ოთხი ბავშვი, სიცივეში ცხოვრობს და მშიერია. მათ შორის არის 5 თვის ჩვილი, რომელსაც ხელოვნური კვება ესაჭიროება. ოჯახს სჭირდება საკვები, შეშა. ვისაც შეგიძლიათ შეეხმიანეთ დედას 574086096 (ნესტანი). დავით სერგეენკოს კი კიდევ ერთხელ მივმართავ, არ შეიძლება ოჯახის წევრის დაპატიმრება, ოჯახის სხვა წევრებისთვის საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი გახდეს!! მარტამდე ამ ბავშვებს რამე რომ დაემართოთ ვინ აგებს პასუხს???!! ეს არის ბავშვების უფლებების უხეში დარღვევა.“ – თეონა ჭალიძე