„ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, საბავშვო ბაღების კვების რაციონში, 2018 წელსაც დაფიქსირდა ცხენის ხორცი. საუბარია სამტრედაში მდებარე ბაგა-ბაღებზე.
“ცხენის ხორცის გამოყენება საბავშვო ბაღებში 2018 წელსაც დაფიქსირდა! საუბარია სამტრედიის ბაგა – ბაღებზე. მიმაჩნია, რომ ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, უპასუხისმგებლო და უნამუსო ქმედება რომელიც განხორციელდა ბიზნეს ოპერატორის მხრიდან. ამაზე პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ! ბავშვების კვებაზე გაკეთებული ეკონომია სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს! აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება და საკვები პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმებისთვის, ნიმუშების აღების უფლების მიცემა ყველა დაინტერესებული პირისათვის. სურსათის ეროვნული სააგენტოს გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმებები არაა საკმარისი და როგორც ხედავთ სრულ სურათს არ გვაძლევს. დადასტურებული შემთხვევა ნიშნავს იმას, რომ ბევრად მეტი მძიმე ხასიათის დარღვევაა საბავშვო ბაღებში, რომელიც გამოეპარა სურსათის ეროვნულ სააგენტოს”- განაცხადა თეონა ჭალიძემ.
ნიუპოსტი

