გარდაიცვალა ცნობილი საბჭოთა და რუსი მსახიობი ვლადიმერ ეტუში

გარდაიცვალა ცნობილი საბჭოთა და რუსი მსახიობი ვლადიმერ ეტუში97 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი საბჭოთა და რუსი მსახიობი ვლადიმერ ეტუში. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრის დირექტორი კირილ კროკი ავრცელებს, რომელშიც ეტუში 1945 წლიდან მოღვაწეობდა.

თეატრალური და კინომოღვაწეობის მანძილზე მას არაერთი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის ყველაზე პოპულარულებია ამხანაგი საახოვი (კავკასიელი ტყვე ქალი), ექიმი შპაკი (ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას) და ყარაბას-ბარაბასი (ბურატინოს თავგადასავალი.

ნიუპოსტი