ლეიკემიით დაავადებულ 21 წლის გი­ორ­გი კალიაევს თბილისის მერია 20.000 ლარით დაეხმარება – რა მოხდა კალაძის ფეისბუქ-ლაივის დროს

ლეიკემიით დაავადებულ 21 წლის გი­ორ­გი კალიაევს თბილისის მერია 20.000 ლარით დაეხმარება - რა მოხდა კალაძის ფეისბუქ-ლაივის დროსთბი­ლი­სის მე­რია 21 წლის ფო­ტოგ­რაფს გი­ორ­გი კა­ლი­ა­ევს, რო­მელ­საც ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და, 20.000 ლა­რით და­ეხ­მა­რე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა იმ დროს მი­ი­ღო, რო­დე­საც მისი მო­რი­გი ვი­დე­ო­დი­ა­ლო­გის დროს, გი­ორ­გის მე­გობ­რებ­მა კო­მენ­ტა­რებ­ში დახ­მა­რე­ბა ითხო­ვეს.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია “ფე­ის­ბუქ­ზე” მე­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მა­ნა­ნა თოქ­მა­ჯიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა:

“თბი­ლი­სის მე­რის ვი­დე­ო­დი­ა­ლო­გის დროს მსგავ­სი ში­ნა­არ­სის ბევ­რი მე­სი­ჯი და­ი­წე­რა. ფე­ის­ბუქ ლა­ი­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კახა კა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს და­უ­კავ­შირ­და და გა­ირ­კვა, რომ მე­რია გი­ორ­გის 20 000 ლა­რით და­ეხ­მა­რე­ბა” – და­წე­რა თოქ­მა­ჯიშ­ვილ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 21 წლის ფო­ტოგ­რაფს, გი­ორ­გი კა­ლი­ა­ევს ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და და სას­წრა­ფოდ ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში კეთ­დე­ბა. უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, გი­ორ­გის მე­გობ­რე­ბი “ფე­ის­ბუ­ქით” აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას და დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ.

ამბები