“პორნო ვიდეო” – რატომ გამოიძახა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პოლიცია გვიან ღამით?

"პორნო ვიდეო" - რატომ გამოიძახა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პოლიცია გვიან ღამით?“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს პორნო ბმული გაუგზავნა სახელწოდებით “პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი”.

ჯაფარიძესთან მივიდა შეტყობინება, რომ დეპუტატმა აღნიშნული ვიდეო ჩამოტვირთა.

“იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიიღო ბმული სათაურით – ‘პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი’, რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად”, – წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.

დავით მათიკაშვილს აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მეილი გახსნა და წაიკითხა სახელწოდება, პოლიციას შეატყობინა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებით, ვიდეო სწორედ შსს-ს წარმომადგენლებმა ჩამოტვირთეს და იქ “უცხოელი პორნოვარსკვლავის კადრები” აღმოჩნდა.

“26-ში გვიან მოვიდა ეს მეილი პარლამენტარის ოფიციალურ მეილზე. განვაცხადე პოლიციაში. გვიან ღამე იყო, უკვე 27 თებერვალი. მოვიდა კიბერ დანაშაულის განყოფილებიდან შესაბამისი ჯგუფი, მოხდა მათი თანდასწრებით ამის გახსნა. რეაგირება მოვახდინე, ეს შემიძლია დავადასტურო. აღმოჩნდა შიგნით რომელიღაც უცხოელი პორნოვარსკვლავის რაღაც კადრები. პოლიციის თანდასწრებით გავხსენი, მანამდე არ გამიხსნია. ეწერა პირდაპირ პარლამენტარის ჯგუფური სექსიო და იქ იყო კიდე რაღაც ბმული, სადაც უნდა გადასულიყავი, რომ გენახა და არ გადავსულვარ”, – ამბობს მათიკაშვილი ტაბულასთან.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო. “პრაიმტაიმი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეოს გაგზავნის შესახებ წინასწარ გაავრცელა ინფორმაცია. მან ამის შესახებ ფეისბუქ ვიდეოში ისაუბრა და თქვა, რომ რამდენიმე დეპუტატს პორნო ლინკს უგზავნიდა, მათ შორის დავით მათიკაშვილს.

შსს-ის მიერ 16 ახალგაზრდის დაკავებას წინ უძღოდა უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის, განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი