თასში ჩავასხათ 1 ლიტრი ნაბეღლავი, ჩავამატოთ მწიკვი მარილი, ნელ-ნელა ჩავაცრათ 450 გრ ფქვილი, თან განუწყვეტლივ ვთქვიფოთ ხელის სათქვეფით, ფქვილი რომ კარგად გაიხსნება, დავამატოთ 6 ს.კ ზეთი, კარგად გავთქვიფოთ, გვაჩეროთ 5 წუთი და გამოვაცხოთ ცხელ ტაფაზე, პირველად მოვუსვამთ ზეთს, შემდეგ აღარ უნდა.
ამ პორციით გამოვიდა 35 ცალი ბლინი.
გულსართი: ქამა სოკო დვჭერი და ზეთიან ტაფაში მოვშუშე, კარგად რომ მოიშუშა, დავამატე დაჩრილი მწვანე ხახვი, ნახევარი ჭიქა მოხარშული ბრინჯი, დაჩრილი ქინძი, ტარხუნა და ცოტა პიტნა, მარილი და შავი პილპილი.
მსუბუქად მოვშუშე ყველაფერი და გადმოვდგი ცეცხლიდან.
გულსართი კარგად რომ გაცივდა შევახვიე ბლინებში და შევბრაწე ზეთიან ტაფაში.
გადასარევად თხელი და რბილი ბლინები გამოდის.