დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შემდეგ დევნილმა ოჯახებმა „დირსის“ შენობა დატოვეს, რომელშიც რამდენიმე დღე შეჭრილები იყვნენ.
დევნილებს, რომლებიც „დირსის“ კორპუსი ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით დაიკავეს, სამინისტრო საცხოვრებელი ფართების უახლოეს მომავალში გადაცემას დაპირდა. უწყების განმარტებით თითოეული ოჯახის საკითხის განხილვა ინდივიდუალურად მოხდება.

