გიორგი ანდრიაძემ ჯარიდან დასახსნელად “გირჩის” კონკურენტი ორგანიზაცია დააარსა

გიორგი ანდრიაძემ ჯარიდან დასახსნელად "გირჩის" კონკურენტი ორგანიზაცია დააარსაგიორგი ანდრიაძე ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ – საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომელიც ახალგაზრდებს ჯარისგან გაათავისუფლებს.

გიორგი ანდრიაძის ორგანიზაცია გირჩის მიერ შექმნილ “ბიბლიურ თავისუფლებას” კონკურენციას გაუწევს.

ანდრიაძე გირჩის ორგანიზაციას ანტიმართლმადიდებლურ, “ანტიქართულსა და შარლატანურს” უწოდებს და ამბობს, რომ მის მიერ შექმნილი ორგანიზაცია ამის ალტერნატივაა.

„საქართველო კატაკლიზმების, პარადოქსების ქვეყანაა, ერთ-ერთი ასეთი მოვლენაა შარლატანური მოძრაობა, რომელიც დააარსა „გირჩმა“. ამ ადამიანებმა იურიდიულად ქაღალდზე თქვეს უარი თავის სარწმუნოებაზე და იძულების წესით გაწევრიანდნენ ამ ორგანიზაციაში. ჩვენი მიზანია, რომ ეს ადამიანები დავაბრუნოთ ისევ ვისაც აქვს სურვილი და ვინც მართლმადიდებლები არიან. ამ გზით, რომლითაც “გირჩი” და ქართული ხელისუფლება მიდიან, ჩვენ ვერასოდეს მივალთ ძლიერ ქართულ არმიამდე, “-ამბობს გიორგი ანდრიაძე.

”ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზურა ჯაფარიძისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანმა ერთი რელიგიური ორგანიზაცია მეორე რელიგიური ორგანიზაციის საპირწონედ დააარსოს.

„ამ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს წიაღშია გამოზრდილი, ბოლომდე, როგორც ჩანს, გააზრებული არ აქვს, რა არის რელიგია და რა არის რწმენა,“-ამბობს ჯაფარიძე.

რუსთავი 2