ლომარ ნიგურიანის მკვლელობისთვის მამუკა ნიგურიანს 13 წელი მიესაჯა

ლომარ ნიგურიანის მკვლელობისთვის მამუკა ნიგურიანს 13 წელი მიესაჯაზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებულ მამუკა ნიგურიანს დაუსწრებლად 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მესტიაში, საკუთარ ეზოში 2017 წლის 25 დეკემბერს მოკლეს.

ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო სხდომის დროის გადაწევის გამო ბრალდებულის ოჯახის წევრები ვერ დაესწრნენ, რასაც მათი უკმაყოფილება მოჰყვა.

ლომარ ნიგურიანი სახურავზე შვილს გადაეფარა – მესტიაში მკვლელობის ახალი დეტალები