9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული დაღუპული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამა გოგონას ნივთებს დღემდე ინახავს . არკადი ჭოველიძე შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობს.
9 აპრილის აქციაზე წასვლის წინ გოგონამ საღეჭი რეზინი თაროზე მიაწება. მამა ხალხში ღეჭვას უკრძალავდა, უზრდელობააო. თამრიკოს საღეჭ რეზინს მამამისი, არკადი ჭოველიძე, დღემდე ინახავს. სახლის მესამე სართულზე ორ დიდ ოთახში, სადაც ყველაფერი თამრიკოსია, თვითონ იშვიათად შედის.
ცნობისთვის, დღეს 9 აპრილს მოკლული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ ავლაბრის ცერემონიების სასახლე და პრეზიდენტის მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა.როგორც არკადი ჭოველიძემ განაცხადა პრეზიდენტს მისი შვილი საერთოდ არ უხსენებია და დარბაზში სკამიც კი არ იყო, რომ დამჯდარიყო.
ნიუპოსტი

