“როგორ ფიქრობთ, გვეშველება თუ არა რამე?” – რა პასუხი გასცეს გამოკითხვისას რესპონდენტებმა

"როგორ ფიქრობთ, გვეშველება თუ არა რამე?" - რა პასუხი გასცეს გამოკითხვისას რესპონდენტებმაარასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. სხვა კითხვებთან ერთად რესპონდენტებს დაუსვეს შეკითხვა – თქვენი აზრით გვეშველება თუ არა რამე.?

გამოკითხულთა 58% თვლის, რომ გვეშველება, 27%- არა, 15% არ ვიცი/უარი

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2.3 პროცენტის ფარგლებშია.