თბილისის მერია 60 ათასი ლარის ღირებულების ფოტოაპარატებსა და ჭოგრიტებს ყიდულობს

თბილისის მერია 60 ათასი ლარის ღირებულების ფოტოაპარატებსა და ჭოგრიტებს ყიდულობს„ნაციონალურ მოძრაობა“ მერიის საბიუჯეტო ხარჯებს საეჭვოდ მიიჩნევს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, დოკუმენტში არ არის განმარტებული თუ რისთვის დასჭირდა დედაქალაქის მერიას აღნიშნული ნივთები.

„სატენდერო დოკუმენტაციაში არაფერია ნათქვამი, რაში გამოიყენებენ ჭოგრიტებს, თუმცა რაშიც არ უნდა გამოიყენონ, არ მგონია ნორმალური და ადეკვატური იყოს, 15 ათასი ლარი გადავიხადოთ ბიუჯეტიდან ჭოგრიტებში და მათ შორის 3000 ლარიანი ფოტოაპარატები ვიყიდოთ ად ასეთი იყოს 15 ცალი. ჯამში 60 ათასი ლარი დავხარჯოთ ჭოგრიტსა და ფოტოაპარატში, მაშინ როდესაც უკიდურესი გაჭირვებაა დედაქალაქში, ცოტა არ იყოს და უცნაურია,“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.