წვიმა, სეტყვა და თოვლჭყაპი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

წვიმა, სეტყვა და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი გაუარესდებაmeteo.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს 15 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი, დასავლეთში ხანმოკლე წვიმა, თბილისში უნალექო თუმცა ცვალებადი ღრუბლიანობაა, ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში უახლოეს დღეებში ტემპერატურა დაიკლებს და +17. +24 გრადუსი იქნება, უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც . მთიან რაიონებში ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და სეტყვა

დასავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +13, +22, გრადუსი იქნება და უმეტეს რაიონებში აქაც წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. ძლიერი წვიმაა მთიან რაიონებში.

მაღალმთიან რაიონებში როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლება და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

თბილისში ტემპერატურა უახლოეს დღეებში +21 გრადუსამდე დაიკლებს მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გაძლიერდება დასავლეთის ქარი და მისი სიჩქარე 25მ/წმ მიაღწევს.