სეტყვით დაზარალებულებმა გორის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან ცენტრალურ მაგისტრალზე გადაინაცვლეს.
“ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ორი დღის წინ მოსულმა სეტყვამ ისინი შემოსავლის გარეშე დატოვა.
აქციაში 20-მდე სოფლის მოსახლეობა მონაწილეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

