ბარსელონას პოლიციამ ქართველებს სკოლის შენობა დაატოვებინა – 1 ქალი ცუდად გახდა

ბარსელონას პოლიციამ ქართველებს სკოლის შენობა დაატოვებინა - 1 ქალი ცუდად გახდაბარსელონას პოლიციამ თავშესაფრის მოლოდინში მყოფ ქართველებს, ერთ-ერთი სკოლის შენობა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, დაატოვებინა. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც, “კურიერის” ინფორმაციით, ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და მასთან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

პოლიციამ მათ ტელეფონებიც ჩამოართვა. ოჯახების ნაწილი თავშესაფრის მოლოდინშია, ნაწილი კი სკოლაში იმ მიზეზით ცხოვრობდა, რომ მათ ბინის ქირის გადახდის საშუალება არ ქონდათ.

არ არის გამორიცხული, საქართველოს მოქალაქეების ნაწილის ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდეს. ამ დროისთვის ქართველებს საკონსულოს წარმომადგენლები არ დაკავშირებიან.

რუსთავი 2