ყვარელში მდინარე დურუჯმა ვენახები დატბორა

ყვარელში მდინარე დურუჯმა ვენახები დატბორაძლიერი წვიმის შედეგად ყვარელში, მდინარე დურუჯი ადიდდა, რის შედეგადაც ვენახები და ნათესები დაიტბორა.

კალაპოტიდან გადმოსული მდინარე გარკვეულ მონაკვეთებზე სოფელთან ახლოს მიედინება. ყვარლის მერიის ინფრმაციით, გაწმენდითი სამუშაოები წყლის დონის დაწევამდე ვერ დაიწყება.

„მდინარე დურუჯის ნაპირსამაგრი სამუშოები ჩავატარეთ, თუმცა უხვმა ნალექმა მდინარის ადიდება გამოიწვია და ჯებირები სულ დანგრეულია. კალაპოტიდან გადმოსული წყალი კი ვენახებში მიედინება. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება“, – განაცხადა ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა.

იპნ