საბერძნეთში 29 წლის ქართველი ქალი ძილში გარდაიცვალა

საბერძნეთში 29 წლის ქართველი ქალი ძილში გარდაიცვალასაბერძნეთში ქართველი გოგო, 29 წლის ნათია ბანძელაძე გარდაიცვალა. ნათია დედასთან, ბებიასთან და შვილთან ერთად საბერძნეთში, საკუთარს სახლში ცხოვრობდა.

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი ნათია ბანძელაძე საბერძნეთში გუშინ ჩაფრინდა და საღამოს გარდაიცვალა.

როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ,  ის ძილში გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმთან საუბარში გარდაცვლილის ბიძაშვილი ამბობს, რომ ნათია დაახლოებით 15 წელია, რაც ემიგრანტია.

სოფიო ბანძელაძე (ბიძაშვილი) : „ძილში გარდაიცვალა, მეტი არაფერი ვიცი, იმის გარდა, რომ იყო კეთილი, უბოროტო ადამიანი იყო… გული აწუხებდა, გული ტკიოდა , როგორც ყველა ემიგრანტს. უყვარდა საქართველო…სული ელეოდა მის სამშობლოზე, ყველას ხელს უწვდიდა დასახმარებლად, ჩემი სისხლი და ჩემი ხორცი.

პრაიმ ტაიმი