ტაო-კლარჯეთში  ქართული ტაძრის, დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება

 ტაო-კლარჯეთში  ქართული ტაძრის, დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდებასაგანგაშო მდგომარეობა ტაო-კლარჯეთის ქართულ სალოცავებში – X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!

ინფორმაციას ისტორიკოსი ბუბა კუდავა ფოტომასალასთან ერთად საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.

კუდავა წერს, რომ ტაძრის კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული ასევე, ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა.

“აქაური ისტორიული ძეგლების დაზიანების (უყურადღებობით გამოწვეული თუ განზრახ ჩადენილი) უამრავი ფაქტია ცნობილი, მაგრამ იმედის მომცემი იყო ტენდენცია, რომ ბოლო ათწლეულებში მსგავსი ფაქტები ძალზე შემცირდა. ის, რაც ახლა დოლისყანაში ხდება, სრულიად დაუჯერებელია!

“21-ე საუკუნეა, 2019 წელია და ტაო-კლარჯეთის ძეგლების დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა უკვე კარგა ხანია კარგად ესმით ჩვენს თურქ კოლეგებსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებს.
იმედი მაქვს, სასწრაფოდ შეწყდება სამუშაოები.

“P. S. საქმის კურსშია საქართველოს საელჩო თურქეთში. ვესაუბრე ელჩს – ბ-ნ გია ჯანჯღავას. უკვე შეუდგა ინფორმაციის გადამოწმებას. დარწმუნებული ვარ, ცდას არ დააკლებს საკითხის მოგვარებას.”-წერს კუდავა სოციალური ქსელით გავრცელებულ პოსტში.

სივაისჯი