ჭიათურა-საჩხერის გზასთან მეწყერი ჩამოწვა

ჭიათურა-საჩხერის გზასთან მეწყერი ჩამოწვაჭიათურა-საჩხერის გზასთან, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება გამოიწვია.

მისივე ცნობით, ადგილზე მაშველები და გეოლოგები მუშაობენ.

ნიუპოსტი