ტელეიმედი ლაშა ნაცვლიშვილს და ნიკა ლალიაშვილს ჩააბარეს, თეონა გეგელია გაუშვეს და ნანა ლეჟავასაც დაითხოვენ

ტელეიმედი ლაშა ნაცვლიშვილს და ნიკა ლალიაშვილს ჩააბარეს, თეონა გეგელია გაუშვეს და ნანა ლეჟავასაც დაითხოვენ“იმედზე“ დიდი რეორგანიზაცია დაიწყო. არხის დირექტორის შეცვლის შემდეგ ტელეკომპანიაში სხვა საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

როგორც “2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი,  არხის იდეოლიგიურ -პროპაგანდისტურ-პოლიტიკური მიმართულება ლაშა ნაცვლიშვილს ჩააბარეს, რომელიც აქამდე ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების“ პიარ- მრჩეველი იყო.

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად კი დაინიშნა ნიკა ლალიაშვილი.

არხიდან გაუშვეს „იმედი ლაივის“ წამყვანი თეონა გეგელია და ამ დრომდე გაურკვეველია  დარჩება თუ არა არხზე საინფორმაციოს უფროსი ნანა ლეჟავა, რომელიც ამავდროულად „ქრონიკის“ წამყვანია. ნანა ლეჟავა დიდი ალბათობით არხს დატოვებს.

როგორც “2020NEWS“- თვის ხდება ცნობილი, ნანა ლეჟავამ უარი განაცხადა სატელოფონო ჩანაწერის გაშვებაზე, რომელიც შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის კალიფორნიის სახლს და მიშა სააკაშვილის ოჯახის წევრების, თემურ ალასანიას, სანდრა რულოვსის და გიული ალასანიას სატელეფონო საუბრებს.

შეგახსენებთ,  ტელეკომპანია “იმედის” დირექტორი გოგა კალანდარიშვილი 16 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგი ელდარ მდინარაძით ჩაანაცვლეს.

ტელეიმედის დირექტორი კალანდარიშვილი მოხსნეს – მის ნაცვლად ელდარ მდინარაძე დაინიშნა