ვარიანში სასულიერო პირს ფუტკარი მოუწამლეს

ვარიანში სასულიერო პირს ფუტკარი მოუწამლესგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, სასულიერო პირს ფუტკარი დაეხოცა. ამის მიზეზად სასულიერო პირი მიზანმიმართულ ქმედებას ასახელებს.

მისი თქმით, ფუტკარი მოწამლეს, თუმცა, კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნია.

,,შემატყობინეს სოფლიდან, რომ ჩემი ფუტკარი მოწამლეს. მე ვაპირებ ჩასვლას სოფელში და სიტუაციის გარკვევას” – გვითხრა მამა გრიგოლმა (გოგიჩაძე).

სასულიერო პირი ამჟამად თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მსახურობს. ის ვარიანის
ეკლესიის მოძღვარი იყო 1996 წლიდან და გორის ეპარქიის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 10 წლის წინ ჩამოაცილეს სოფლის ეკლესიას.

მას შემდეგ მამა გრიგოლი აცხადებდა, რომ სოფლიდან ეპარქიის წარმომადგენელთან დაახლოებული პირები ავიწროებდნენ, დაუწვეს ფერმა, სახლ-კარი. გამოძიებამ ერთი პირიც კი დააკავა, რომლის გათავისუფლების შემდეგ მოძღვარი შეურიგდა კიდეც.

ეპარქიასთან და მის წარმომადგენელთან დაპირისპირების დროს, მიტროპოლიტი და მოძღვარი პატრიარქსაც შეხვდნენ.

ქართლი.გე