ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა. ის 30 წლის იყო. ინფორმაციას „მედიაცენტრი მთავარი” ავრცელებს.
“ნინი ჯაფარიძე – ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ, და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ძალა არ აქვს”, – წერია სააგენტოს ვებგვერდზე.
ახალგაზრდა გოგომ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. გარდაცვალების მიზეზი მშობიარობის შემდგომი გართულებები გახდა.

