
მედიის 33 წარმომადგენელი დაზარალდა!
გურამ მურადოვი – ფოტოგრაფი, civil.ge – 11 ტყვია აქვს მოხვედრილი ზურგში;
თამარ ბაღაშვილი – ჟურნალისტი, რუსთავი 2 – აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.
გიორგი სულაშვილი – რუსთავი 2, დაცვის წევრი – დაკარგა თვალი, აქვს ყბის ძვლის მოტეხილობა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
ტატო გურგენიძე – ოპერატორი, რუსთავი 2 – რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
ლევან მელიქიძე – ოპერატორი, რუსთავი 2 – რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
თაზო თხილიშვილი – ოპერატორი, რუსთავი 2 – რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
თეონა ცხომელიძე – ჟურნალისტი, რუსთავი 2 – ბარძაყში ესროლეს რეზინის ტყვია;
ქეთა ციცქიშვილი – ჟურნალისტი, რუსთავი 2 – მიიღო ფეხის მსუბუქი დაზიანება;
ბესლან კმუზოვი – ჟურნალისტი, კავკაზსკი უზელი – მოხვდა რეზინის ტყვია სახის არეში;
მაკა ანთიძე – როიტერის ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიაში – მოხვდა აგურის ნატეხი ზურგში, დაზიანებული აქვს ნეკნი;
დავით ახალაძე – ოპერატორი, ტვ პირველი – რეზინის ტყვია მოხვდა ცხვირში და მიიღო სხეულის დაზიანება.
ზურაბ კოკაია – ოპერატორი, ტვ პირველი – რეზინის 2 ტყვია მოხვდა ლოყაზე და მუცელში;
ქეთევან გრიგორაშვილი – ჟურნალისტი, ტვ პირველი – პოლიცია ხელს უშლიდა მუშაობაში, ჟურნალისტი აირით მოწამვლის გამო, 2-ჯერ მოხვდა რეანომობილში.
ალექსი მეგრელიშვილი – ჟურნალისტი, ტვ პირველი – სპეცრაზმის წარმომადგენელმა ჩაარტყა ხელში ე.წ. „დუბინკა“.
ლიკა უროტაძე – ჟურნალისტი, ტვ პირველი – რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ფეხზე მიიღო დაზიანება.
დავით ყაჯრიშვილი – მძღოლი, ტვ პირველი – საფეთქელთან მოხვდა რეზინის ტყვია;
ანა ვახტანგაძე – ჟურნალისტი, on.ge – ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
გელა ბოჩიკაშვილი – ჟურნალისტი, on.ge – მკერდში მოხვდა რეზინის რამდენიმე ტყვია;
გვანცა ნემსაძე – ჟურნალისტი, on.ge – ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
დათო ქოქოშვილი – ჟურნალიტი, ნეტგაზეთი – კისერში მოხვდა რეზინის ტყვია;
გიორგი დიასამიძე – ჟურნალისტი, ნეტგაზეთი – ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებმა;
ნიკა მუხიგულიშვილი – ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – სამართალდამცავებმა სცემეს და დააკავეს გადაღების დროს;
გიორგი პაჭიკაშვილი – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება აქვს სახის არეში;
გიორგი ოსაძე – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება აქვს სახის არეში;
კახა ჯონჯუა – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება აქვს სახის არეში;
ლიკა ალელიშვილი – ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება მიიღო ფეხის არეში;
მარი ნიკურაძე – ჟურნალისტი, OC Media – მოხვდა რეზინის ტყვია;
გიორგი ჭუმბურიძე – ოპერატორი, რადიო თავისუფლება – რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
ილია სამურგანიდი – ოპერატორი, რადიო თავისუფლება – რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
თორნიკე კოშკაძე – ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი – რეზინის ტყვია მოხვდა სახის არეში;
ეკა აბაშიძე – ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი – რეზინის ტყვია მოხვდა ხელში;
გიორგი ხუხია – ჟურნალისტი, მაესტრო- რეზინის ტყვიის შედეგად მიიღო დაზიანება.
ნინო ხოზრევანიძე – ჟურნალისტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო – რეზინის ტყვიით დაზიანება მიიღო ფეხისა და წელის არეში

