ახალგაზრდა, რომელიც სპეცრაზმმა შტურმის დროს გადათელა რეგიონალურ ჰოსპიტალში უმძიმესი ოპერაცია უტარდება

ახალგაზრდა, რომელიც სპეცრაზმმა შტურმის დროს გადათელა რეგიონალურ ჰოსპიტალში უმძიმესი ოპერაცია უტარდებაპარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდას, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია ევექსის რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.

“ნიუპოსტის” ინფორმაციას, ევექსის რეგიონალურ ჰოსპიტალშიც ადასტურებენ. მათი თქმით, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“დიახ, ერთ პაციენტს რეგიონალურ ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. დანარჩენ პაციენტთან დაკავშირებით, კლინიკის დირექტორმა გააკეთა განცხადება. რაც შეეხება მეორე პირს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რა თქმა უნდა, მძიმეა რადგან ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. საბოლოო, გამოკვლევების შემდეგ მდგომარეობა უფრო ზუსტად შეფასდება” – აღნიშნეს კლინიკაში.

ნიუპოსტი