ევექსი – ”მეუფე კალისტრატე ცოცხალია”

ევექსი - ”მეუფე კალისტრატე ცოცხალია”მეუფე კალისტრატე ცოცხალია. ამის შესახებ “რუსთავი2”-ს კლინიკა ევექსში განუცხადეს.

ცოტა ხნის წინ, გამოცემა “პრაიმ ტაიმმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა, თუმცა როგორც კლინიკაში ამბობენ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სასულიერო პირი თითქმის ერთი კვირაა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.