”ირაკლი რუხაძემ 2 დღეში მილიონ 400 ათასი უნდა გადაგვიხადოს” – ”მაუდის” აქციონერებმა ტელეიმედთან კარავი გაშალეს

”ირაკლი რუხაძემ 2 დღეში მილიონ 400 ათასი უნდა გადაგვიხადოს” - ”მაუდის” აქციონერებმა ტელეიმედთან კარავი გაშალესსააქციო საზოგადოება ”მაუდის” ყოფილმა აქციონერებმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, ტელეკომპანია “იმედთან” კარავი გაშალეს. მათ პერმანენტული აქციები დაიწყეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე, რომელიც „მაუდის“ ქარხნის ყოფილი მეპატრონეცაა, მათ დასაქმებას და კუთვნილი აქციების დივიდენდების სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებია.

აქციონერები, ირაკლი რუხაძეს თანხის გადასახდელად 2 დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტელეკომპანიის შესასვლელის პიკეტირებას აანონსებენ.

„14 მილიონად გაყიდული ქონების 10%, რომელიც შეჰპირდა ირაკლი რუხაძე მაუდის აქციონერებს, მან უნდა გადაიხადოს. ეს არის მილიონ 400 ათასი. ორი დღის განმავლობაში, ჩვენ გვაძლევთ ვადას, რომ გამოგვეხმაუროს აუცილებლად დაშეპირებულს გადაიხდის“ – ამბობს სააქციო საზოგადოება ”მაუდის” ყოფილი აქციონერების წარმომადგენელი, ირმა ვაჭარაძე.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ირაკლი რუხაძეს პირადად ბიძინა ივანიშვილი მფარველობს.