ლევან როსტოშვილი ციხიდან გამოუშვეს

ლევან როსტოშვილი ციხიდან გამოუშვესტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს,

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, როსტოშვილმა ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

“გიდასტურებთ, ლევან როსტოშვილი თავისუფალია და თავს კარგად გრძნობს. ის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა და ამის გადაწყვეტილება, მისი ქცევიდან გამომდინარე მიიღო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ“, – განუცხადა AMBEBI.GE-ს როსტოშვილის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.

ლევან როსტოშვილი მსჯავრდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას თავისუფლების აღკვეთა 8 წლით 2017 წლის მარტში მიუსაჯეს. 2017 წლის 5 ივნისს როსტოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის საფუძველზეც მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და 3 წელი განესაზღვრა. გარდა ამისა, როსტოშვილს 40 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა და პირობითი სასჯელი დაეკისრა.

გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და მასთან ერთად მყოფ კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.