მირიან წიკლაური – სერგეენკოს ჩამოშორება “ქართულ ოცნებას” დააზარალებს

მირიან წიკლაური - სერგეენკოს ჩამოშორება "ქართულ ოცნებას" დააზარალებსქართული ოცნების” ყოფილი წევრი მირიან წიკლაური თვლის, რომ ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენება, “ქართულ ოცნებას” დააზარალებს.მისი თქმით, სერგეენკო წარმატებული მინისტრია.

„ვფიქრობ, ეს “ქართულ ოცნებას” დააზარალებს, იმიტომ რომ ისეთი წარმატებული მინისტრების ჩამოცილება როგორიც სერგეენკოა ვფიქრობ არ წაადგება საქმეს,“-ამბობს წიკლაური.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო თანამდებობას დღეს დატოვებს. წყარო სამთავრობო კულუარებიდან გვატყობინებს, რომ ამერიკიდან დაბრუნებული პრემიერ-მინისტრი სერგეენკოს გუშინ შეხვდა და გადაწყვეტილების შესახებ პირადად ამცნო.

ასევე, “ნიუპოსტის” ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე განცხადებას მთავრობის მეთაური მედიასათან დღეს, 14:00 საათზე, კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთებს.
დღეს, სერგეენკომ პოსტიდან შესაძლო გაშვების შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად დაადასტურა და თქვა, რომ “არაფერს გამორიცხავს”.