ნეაპოლში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. “2020NEWS”-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ზურაბ ისაკაძეა. მისი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
როგორც “2020NEWS“-სთვის ხდება ცნობილი, გარდაცვლილი თბილისის მერიის თანამშრომელი იყო და დაახლოებით 6-7 თვეა, საზღვარგარეთ იმყოფებოდა სამუშაოდ.

