რუსთაველი ილია ჯიქია აშშ-ში ანევრიზმით გარდაიცვალა

7 ივნისს აშშ-ში, კონკრეტულად კი ფილადელფიაში ქართველი ბიჭი, ილიკო ჯიქია გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, მისი დაღუპვის მიზეზად ანევრიზმა დასახელდა.

ირკვევა, რომ ის 25 წლის იყო და აშშ-ში გამგზავრებამდე რუსთავში ცხოვრობდა. სამი წლის წინ დაოჯახდა და მეუღლესთან ერთად იქ აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას. მანამდე კი მშობლების მოსანახულებლად იყო ჩასული.

ილიკო ჯიქიას ფილადელფიაში ხვალ დაკრძალავენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი