„წინა მთავრობაში ძალიან ბევრი მინისტრი იყო მასეთი, თუმცა არავის არაფერი არ უთქვამს“

„წინა მთავრობაში ძალიან ბევრი მინისტრი იყო მასეთი, თუმცა არავის არაფერი არ უთქვამს“სამარცხვინოდ მოიქცნენ სამადაშვილი, ხოშტარია და თამარ კორძაია. მიხედონ თავიანთ ოჯახებს. ჩვენთან წინა მთავრობაში ძალიან ბევრი მინისტრი იყო მასეთი, თუმცა არავის არაფერი არ უთქვამს“,- ასე გამოეხმაურა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ აქტივისტების და მათი მხარდამჭერების შეკრებას, რომელსაც კონტრაქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

მეუფე იაკობმა ამ საკითხზე საგანგებო მიმართვაც დაანონსა და პირობა დადო, რომ „თბილისი პრაიდის“ ჩატარების უფლებას არავის მისცემს.

მისი თქმით, 16 ივნისს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მოწოდებით მიმართავს.

„ერი ნახავს, რა ტიპის მოწოდებასაც გავაკეთებ. გადავკეტავთ ბევრ ქუჩას. ხალხის ძალას ნახავს ყველა. არ შეიძლება, შანტაჟში ყავდეთ მთავრობა, ხელისუფლება. სახლში არავინ არ უვარდებათ მაგათ. არავის არ ჩავატარებინებთ მაგას, რა შუაშია კონსტიტუცია, ვარღვევთ რამეს? შეიკრიბონ და ჩაატარონ ინდოჩინეთში. რაც არ უნდა ილაპარაკონ, არ დავუშვებთ.  სამარცხვინოდ მოიქცნენ სამადაშვილი, ხოშტარია და თამარ კორძაია. მიხედონ თავიანთ ოჯახებს. ჩვენთან წინა მთავრობაში ძალიან ბევრი მინისტრი იყო მასეთი, თუმცა არავის არაფერი არ უთქვამს“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

პრაიმტაიმი