“უარი ვუთხრათ სიძულვილსა და ძალადობას” – ხვალ თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება

"უარი ვუთხრათ სიძულვილსა და ძალადობას" - ხვალ თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება“დროა – მშვიდობა ომზე მეტია!” – ამ სახელწოდებით ხვალ, 21 ივნისს, 20:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორებს კონკრეტული კითხვები ექნებათ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, ილია მეორესთან, წმინდა სინოდთან, საქართველოს პრემიერ და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და ასევე ლევან გორგოძესთან, ლაშა ტალახაძესთან, ზაზა ფაჩულიასთან და მამუკა გორგოძესთან.

“დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს, ვხედავთ ზიზღით გაჟღენთილ საზოგადოებას. ვხედავთ? საერთოდ ვერ ვხედავთ ხელისუფლებას, ვერ ვგრძნობთ რომ პატრონი გვყავს, ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად და ვდგავართ აშკარა პროვოკაციის წინაშე. პროვოკაციის, რომელიც აწყობს მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას. ვხედავთ დაჩაგრულ ადამიანებს და ვხედავთ, როგორ ექმნება საფრთხე ჩვენს კონსტიტუციას!

ადრესატები:

1. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე

2. საქართველოს წმინდა სინოდი

3. საქართველოს პრემიერ მინისტრი

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

5. ტოშინოშინი, ლაშა ტალახაძე, ზაზა ფაჩულია, მამუკა გორგოძე

მივმართავთ პირადად ილია მეორეს, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის შეჩერება, ამიტომ გთხოვთ

1. პირადად მოუწოდეთ მოძალადე ჯგუფებს რომ შეწყვიტონ ჩვენი სარწმუნოების სახელით ძალადობა.

2. პირადად მოუწოდეთ მოძალადე ჯგუფებს რომ ძალადობა ყველაზე მიუღებელია ჩვენი სარწმუნოებისთვის და აუხსენით ეს.

3. მოუწოდეთ ყვველას, რომ საქართველოს აქვს კონსტიტუცია, რომელიც არის ქვეყნად ყოფნის გარანტი და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა უდიდესი დანაშაულია ღმერთის და ერის წინაშე.

კითხვები პრემიერ-მინისტრს:

1. რატომ არ ხდება სიძულვილთან ბრძოლა?

2. რატომ ვართ საზოგადოება მარტო?

3. რა ხდება ქვეყანაში?

4. არის თუ არა ქვეყანაში კონსტიტუცია დაცული?

5.რატომ არაფერს აკეთებს სახელმწიფო საზოგადოების გახლეჩვის თავიდან ასაცილებლად?

6. რატომ არ ელაპარაკებით საკუთარ ხალხს და უშვებთ საზოგადოების დაპირისპირებას?

მიმართვა შინაგან საქმეთა მინისტრს

1. რა ხდება ქვეყანაში?

2. ვართ თუ არა დაცულები?

3. არის თუ არა ქვეყანაში კონსტიტუცია დაცული?

მიმართვა საქართელოს წმინდა სინოდს

1. ყველა იმ მამაოს, რომელიც მხარს უჭერს ძალადობას შეუჩერეთ მღვდელ-მსახურების უფლება

2. გაგვარკვიეთ რა ხდება ეკლესიაში? რატომ ასოცირდებიან საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან მოძალადე ჯგუფები?

მიმართვა ტოშინოშინს, ლაშა ტალახაძეს, ზაზა ფაჩულიას, მამუკა გორგოძეს,

თქვენ შეგიძლიათ, ჩვენთან ერთად ამ სიგიჟის დასრულება, მხოლოდ თქვენნაირი ადამიანებს შეუძლიათ დღეს საზოგადოებისთის იმის ახსნა, რომ ძალადობა მიუღებელია და რომ ყველამ, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას.

გთხოვთ ყველას მოიწვიეთ თქვენი მეგობრები, მოდით თქვენს მეგობრებთან, შვილებთან, მშობლებთან, ბებია-ბაბუებთან ერთად, დღესაც ზუსტად ისე გვჭირდება გარეთ გამოსვლა, როგორც შარშან, დღესაც აუცილებელია ჩვენ, ყველა მხარესგან შორს მდგომმა ადამიანებმა დავაფიქსიროთ რომ ეს ქვეყანა ჩვენთვის ძვირფასია! – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიუპოსტი