“დავდევთ და გვემალებიან” – მთავრობის წევრები მესტიაში მოსახლეობას არ შეხვდნენ

"დავდევთ და გვემალებიან" - მთავრობის წევრები მესტიაში მოსახლეობას არ შეხვდნენსვანეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარ სტიქიას ადგილობრივები ჰესების მშენებლობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობის გამო ჭალის გაჩეხვამ, ეკოლოგია დააზიანა და ხეობას და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა. მათი თქმით, ისინი ამის შესახებ ხელისუფლებას ადრეც აფრთხილებდნენ თუმცა მთავრობისგან რეაგირება არ ყოფილა. ადგილობრივები დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც ითხობდნენ, რომლებიც დღეს რეგიონში იმყოფებიან, თუმცა მათი თქმით ხელისუფლება მათ ემალებათ და მხოლოდ საჯარო მოხელეებს ხვდება.

სვანეთის მკვიდრის მანანა საღლიანის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობასთან შეხვედრა და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდათ. სოზარ სუბართან შეხვედრაზე კი, საღლიანის ინფორმაციით, მხოლოდ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„ამათ ყველაფერი აწყობთ ხალხთან შეხვედრის გარდა, დასეირნობენ ვერტმფრენით, კრავენ ირაოს ცაში, მთელი დღე, მიდიან იქით, გამოდიან, ათვალიერებენ რაღაცებს, დაჯდნენ აეროპორტზე, მანქანაში ვზივართ გაგანია სიცხეში და ამ წუთში დაიდო მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საიტზე, რომ ხალხთან შეხვედრა ჰქონდათო და კაციშვილი, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მეტი, იქ არ არიან, მთელი დღე დავდევთ და გვემალებიან, რომელ ხალხს ხვდებიან, ეს ვიგინდარა, გამყიდველი იუდა ისკარიოტელები,“ – განაცხადა მანანა საღლიანმა „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

ნიუპოსტი.