ხმაური და დაპირისპირება თამარაშვილზე – კომპანია “ლიდერ ბეთის” დაგეგმილ მშენებლობას პროტესტი მოყვა

ხმაური და დაპირისპირება თამარაშვილზე - კომპანია "ლიდერ ბეთის" დაგეგმილ მშენებლობას პროტესტი მოყვათბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ადგილობრივები კომპანია “ლიდერ ბეთის” მიერ დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.

ხმაური და დაპირისპირება კომპანიის დირექტორის აკაკი შუბითიძის მისვლას მოჰყვა, რომელიც აცხადებს, რომ ადგილზე არა მშენებლობის არამედ, კომპანიის ოფისის მშნებლობა იგეგმება.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციული ზონაა და იქ მშენებლობა დაუშვფებელია.

“ტერიტორია არის კერძო საკუთრება, ფლობს კომპანია ლიდერბეთი და იგეგმება კომპანიის ბექ ოფისის აშენება, ფუნქცია იქნება მხოლოდ საოფისე, მშენებლობის დასაწყებად ნებართვა მიღებულია” – განაცხადა კომპანიის დირექტორმა აკაკი შუბითიძემ.

ნიუპოსტი