კუს ტბის საბაგირო გზა დროებით დაიკეტა

კუს ტბის საბაგირო გზა დროებით დაიკეტაკუს ტბის საბაგირო გზა, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, 18 ივლისიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გეგმური შემოწმების შედეგად, გზის სრულად გამოცვლა გადაწყდა.

რეაბილიტაცია „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად განხორციელდება.

მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საბაგირო გზის ექსპლუატაცია შეჩერდება აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.