„მოაშორეთ ჩემი სახლიდან ყანდიაშვილის შავ-ბნელი რაზმი”- რა ხდება ეკა კვესიტაძისა და შოთა უტიაშვილის სახლთან

„მოაშორეთ ჩემი სახლიდან ყანდიაშვილის შავ-ბნელი რაზმი"- რა ხდება ეკა კვესიტაძისა და შოთა უტიაშვილის სახლთანშსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილისა და რუსთავი2-ის ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გორელები არიან და შოთა უტიაშვილის მიერ გუშინ აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწერილ ფეისბუკსტატუსს აპროტესტებენ და ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტები და სასტვენები აქვთ.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შოთა უტიაშვილი და ეკა კვესიტაძეც. ისინი მიიჩნევენ რომ აქციას არა გორელები, არამედ მთავრობის მიერ დაქირავებული ტროლების რაზი ატარებს:

„ვინც ნახეთ, გუშინ დავწერე სტატუსი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ყველაფერს უთმობს. ვწერდი, რომ ომის შემდეგ, მიუხედავად მისი პლიუს-მინუსისა, საქართველოს დაუგროვდა პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ეხლა იფლანგება თქო.

ეს პოსტი შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება – არა, დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, არაფერში არ ჯდება. სახლთან მომისია ტროლების რაზმი, რომელიც იქ ცირკს აწყობს.

შსს-მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადავრდებით მარაზმში“- წერს შოთა უტიაშვილი.

ნიუპოსტი