ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ეთერში აღარ გავა – ”ფინანსურ პრობლემებზე სალიას უნდა ვესაუბრო”

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ეთერში აღარ გავა - ”ფინანსურ პრობლემებზე სალიას უნდა ვესაუბრო”ბოლო რამდენიმე დღეა ჟურნალისტურ წრეებში აქტიურად განიხილება საკითხი, რომ სექტემბრიდან ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ეთერში აღარ გავა..

როგორც მედიამ გაარკვია, ჟორჟოლიანი რუსთავი 2-ზე რჩება და ის ახალ სოციალურ გადაცემას წაიყვანს.

ჟორჟოლიანი “ონ.ჯი”-სთან ამბობს, რომ ფორმატის შეცვლა 4 თვის წინ გადაწყდა. ტელეწამყვანის თქმით, ახალი გადაცემა სოციალური ტოქ-შოუ იქნება.

“[აქციებიდან] პირდაპირ ეთერშიც გავიდა ნანუკას შოუ, ნელ-ნელა შევდიოდით მაგ ფორმატში. სექტემბერში 10 წლის ხდება ნანუკას შოუ, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი მთავარი ეტაპი დაასრულა გადაცემამ…

ახალი ფორმატი შეთანხმებულია, ასეთი დიდი ფორმატის სოციალური შოუ რუსთავი 2-ს არ აქვს”, -განუცხადა გამოცემას ჟურნსლიტმა.

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, გადაცემის ფორმატთან დაკავშირებით ინფორმირებულია არხის გენერალური დირექტორი, პაატა სალია.

მისი განცხადებით, ახალ სტუდიაზე, ფინანსური პრობლემების გამო, სალიას უნდა ესაუბროს.

ნიუპოსტი