“პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის 1-1 მლნ ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს”

"პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის 1-1 მლნ ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს"ადვოკატ ზვიად კორძაძის ინფორმაციით, პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისგან 1-1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge ავრცელებს.

საქალაქო სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით დღეს მიმართა. საქალაქო სასამართლოში კი საქმის განხილვა დღეს 16:00 საათზე გაიმართება.

პროკურატურა თავის მხრივ არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ სასამართლოსგან ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდება მოითხოვა.