ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა

ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა„რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

„დამანებეთ თავი, არ შეგიძლიათ? არ შემიძლია კამერასთან მუშაობა.

მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. ხომ არ დავმალულვარ?“, – მიმართა ხალვაშმა ჟურნალისტებს.

ამასთან, ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხალვაში დიდი ხანია ხელმოწერის ნიმუშის ჩაბარებაზე უარს აცხადებს.

„ვინც ამას ლაპარაკობს, იმაზე სამარცხვინო კაცი არ დადის ქვეყანაში“, – აღნიშნა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე თავადაა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში აწერს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.