რა უთხრა ქიბარ ხალვაშმა ჯარჯი აქიმიძეს

რა უთხრა ქიბარ ხალვაშმა ჯარჯი აქიმიძეს2011 წელს ტელეკოპანია “რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე “ლიბერალთან“ ინტერვიუში ადასტურებდა, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია “რუსთავი 2“- ის ფორმალური მფლობელი იყო.

მისი თქმით, ქიბარ ხალვაშთან არხის შესახებ მოლაპარაკებები არასდროს ჰქონია.

“18 ივნისს ნოტარიუს გინტურის ოფისში მივედი და იქ დაგვხვდა ქიბარ ხალვაში, რომელიც მაშინ პირველად ვნახეთ. მას მანამდე არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მოლაპარაკებებში.

გვითხრა, მეც თქვენსავით გაუგებრობაში ვარ მოხვედრილი, მითხრეს და უნდა გავაკეთოთო. მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, რომელიც ფაქტობრივად, არც წაგვიკითხავს“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2“ მისი საკუთრებაა, ხოლო ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში არხზე უფლების მქონე მის მიერ ნომინირებული პირია, რასაც ოქრუაშვილის თქმით, 2010 წელს ბელინში გაფორმებული ხელშეკრულება ადასტურებს.