რუსებმა მამისონზე და როკის გვირაბში დესანტი გადასხეს

რუსებმა მამისონზე და როკის გვირაბში დესანტი გადასხესრუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, 58-ე არმიამ მამისონის უღელტეხილსა და როკის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე 1.500 სამხედრო ტექნიკა და 6.000 ჯარისკაცი განალაგა წვრთნების ფარგლებში.

წვრთნებში აგრეთვე მონაწილეობდნენ რუსეთის სამხედრო ძალების მე-4 არმიის ვერტმფრენებიც, რომლებიც მიზნების დამუშავებაში ვარჯიშობდნენ.

58-ე არმიის სადესანტო ნაწილები სამხრეთი ოსეთის მთებში ,, საშტურმო მეთოდების’’ დახვეწაში ვარჯიშობდნენ. სამხედროებმა წვრთნების გამმავლობაში ივარჯიშეს სიმაღლეების და უღელტეხილების დაკავების ოპერაციების დაგეგმვაში. წვრთნებს ხელმძღვანელობდა გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ-დვორნიკოვი, რომელიც 2015-2016 წლებში იყო რუსეთის სამხედრო ძალების მეთაური სირიაში.

ნიუპოსტი