ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გიორგი გოგიჩაიშვილი ბოლო რამდენიმე წელი სიმსივნეს ებრძოდა.„აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის – წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.
გოგიჩა გარდაიცვალა.
ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს.“- წერს ბასტი-ბუბუს დამფუძნებელი თამარ სხვიტარიძე სოციალურ ქსელში.