ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სეფა გაშალეს და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება

ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სეფა გაშალეს და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდებაზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარის ეზოში სეფაა გაშლილი, პარალელურად კი ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება.

რადიო ათინათის ინფორმაციით, სუფრა რომელიც ეზოშია გაშლილი მრევლის მიერ არის მოწყობილი და ის ჩვეულებრივი ტრაპეზია. მოქალაქეები, რომლებიც ხელს აწერენ პეტიციას შემდეგ სუფრას უსხდებიან.

ხელმოწერებს საინიციატივო ჯგუფი “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” აგროვებს. მისმა ხელმძღვანელმა, გურამ ფალავანდიშვილმა”ლაივპრესს” უთხრა, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის პარალელურად ისინი ითხოვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობიდან ამიოღონ ტერმინები “გენდერული იდენტობა და გამოხატვა” და “სექსუალური ორიენტაცია”.

მშენებარე ტაძრის ეზოში გაშლილ სუფრას პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძეც შეუერთდა. მისი თქმით, იგი ზუგდიდში პირველად იმყოფება. ვასაძეს სუფრის წევრები ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ.

ტაბულა