აჩიკო ახალკაცი – ”ბავ­შვი სა­შინ­ლად გა­ყი­ნუ­ლი იყო… გა­ვი­ხა­დე ტან­საც­მე­ლი და შიშ­ველ მკერ­დში ჩა­ვი­ხუ­ტე, რომ გა­მეთ­ბო”

აჩიკო ახალკაცი - ”ბავ­შვი სა­შინ­ლად გა­ყი­ნუ­ლი იყო... გა­ვი­ხა­დე ტან­საც­მე­ლი და შიშ­ველ მკერ­დში ჩა­ვი­ხუ­ტე, რომ გა­მეთ­ბო”დღეს, 16 აგვისტოს, ოზურგეთში პოლიციელებმა ახალშობილი გადაარჩინეს. პო­ლი­ცი­ე­ლი აჩი­კო ახალ­კა­ცი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ახალ­კა­ცი მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს:

“გამ­თე­ნი­სა­ას შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა ოზურ­გე­თის სამ­მარ­თვე­ლო­ში კლი­ნი­კა „მე­დალ­ფა­დან“, რომ მიყ­ვა­ნი­ლი იყო ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც თან არ ყავ­და ჩვი­ლი.

გა­ვე­დით ახალ­შო­ბი­ლის დე­დის სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე, ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ­ში. და­ვი­წყეთ ბავ­შვის მო­ძებ­ნა, იქ­ნებ გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა. ვნა­ხეთ თხი­ლის ბა­ღებ­ში, ბა­ლა­ხებ­ში. სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი იყო, ჭიპ­ლა­რიც კი ჰქონ­და. ტი­რი­ლი­თაც არ ტი­რო­და, რა­ღაც უც­ნა­ურ ხმებს გა­მოს­ცემ­და… ჩემ­მა მე­წყვი­ლემ გა­ი­გო­ნა ეს ხმე­ბი და ასე მი­ვა­გე­ნით.

მა­შინ­ვე ავიყ­ვა­ნე ბავ­შვი ხელ­ში, სა­შინ­ლად გა­ყი­ნუ­ლი იყო… გა­ვი­ხა­დე ტან­საც­მე­ლი და შიშ­ველ მკერ­დში ჩა­ვი­ხუ­ტე, რომ გა­მეთ­ბო. შემ­დეგ ჩავ­სხე­დით მე და ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი მან­ქა­ნა­ში, ჩავ­რთეთ ღუ­მე­ლი და დავ­რე­კეთ სას­წრა­ფო­ში. სას­წრა­ფო გზად შე­მოგ­ვხვდა. თა­ვი­დან „მე­დალ­ფა­ში” გა­და­იყ­ვა­ნეს. შემ­დეგ ბა­თუმ­ში, ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით მა­რი­ა­მი… თუ მო­მა­ნათ­ლი­ნე­ბენ, სი­ა­მოვ­ნე­ბით მოვ­ნათ­ლავ” – უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს პო­ლი­ცი­ე­ლი.

აჩი­კო ახალ­კაც­მა მის მიერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნა დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა. ბავ­შვი ახლა სა­ი­მე­დო ხელ­შია და თავს კარ­გად გრძნობს.

ამბები