ადა მარშანია “რუსთავი 2”-ზე გადაცემას წაიყვანს?

ადა მარშანია "რუსთავი 2"-ზე გადაცემას წაიყვანს?გავრცელებული ინფორმაციით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ადა მარშანია შესაძლოა ტელეწამყვანი გახდეს.

მედიაში მუსირებს აზრი, რომ მარშანია “რუსთავი 2-ზე საავტორო გადაცემას “მეგობრობის დრო” წაიყვანს.
აღსანიშნავის, რომ ეს გადაცემა “ობიექტივზე” გადიოდა.

“ნიუპოსტი” ადა მარშანიასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა დეპუტატთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალიაც.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხიდან ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ლაფერაშვილი გაუშვა, ეთერში “კურიერის” ბოლო გამოშვება გავიდა. ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. ამასთან რამდენიმე დღეში არხი “კურიერის” სრულმა შემადგენლობამ დატოვა.

ნიუპოსტი