“ახალშობილს მწერები და ჭიანჭველები ესეოდა“ – 31 წლის ქალმა ოზურგეთში საკუთარ სათხილეში იმშობიარა

"ახალშობილს მწერები და ჭიანჭველები ესეოდა“ - 31 წლის ქალმა ოზურგეთში საკუთარ სათხილეში იმშობიარაოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა საკუთარ სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა. ოზურგეთელმა მედიკოსებმა და პოლიციამ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შემდეგ ახალშობილის პოვნა, რომელსაც დედა საგულდაგულოდ მალავდა, შეძლეს და ის ოზურგეთის „მედალფას“ სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანეს.

ჩვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 საათს გაგრძელდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ამ წუთისთვის ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების თქმით, 31 წლის ოზურგეთელ ქალს ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გამთენიისას საშვილოსნოდან სისხლდენით შემოიყვანა.

ექიმებმა იეჭვეს, რომ ქალი მელოგინე იყო, თუმცა არაერთი კითხვის მიუხედავად, ქალი მომხდარს მალავდა.

ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ქალის საცხოვრებელი სახლის სათხილეში ახალშობილი იპოვა.

„მას მწერები და ჭიანჭველები ესეოდა“, – ამბობს ექიმი.

მელოგინე ქალი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში იმყოფება.

რუსთავი 2