ბაია დვალიშვილი – „ჭკუათმყოფელი რუსთავი 2-ზე დარჩება?”

ბაია დვალიშვილი - „ჭკუათმყოფელი რუსთავი 2-ზე დარჩება?"ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის „სხვა შუადღის“ წამყვანები ამ დრომდე განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. წამყვანი და მსახიობი ბაია დვალიშვილი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

„ჭკუათმყოფელი რუსთავი 2-ზე დარჩება? არც მე ვრჩები, რა თქმა უნდა“  – თქვა დვალიშვილმა.

„პრაიმტაიმი“ თიკა ფაცაციასაც დაუკავშირდა. როგორც წამყვანმა და მომღერალმა განაცხადა, ის შვებულებაშია და ჯერ გადაწყვეტილება რჩება თუ არა “რუსთავი 2”-ში არ მიუღია.

„შვებულებაში ვარ და ჯერ არაფერი არ ვიცი. როცა გამოვალ მერე გავაკეთებ კომენტარს“, – ამბობს თიკა ფაცაცია.